მთავარისიახლეებიეკონომიკაამოაგდეთ ადამიანი უმწეოთა სიიდან და ღარიბი აღარ იქნება - ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლების...

ამოაგდეთ ადამიანი უმწეოთა სიიდან და ღარიბი აღარ იქნება – ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების მსოფლიო მნიშვნელობის ,,მიგნება” სიღარიბესთან ბრძოლაში

Published on

2012 წლიდან ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად უკიდურეს სიღარიბეს 500 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ამ განცხადების შემდეგ ლოგიკურად ჩნდება კითხვა – რა არის სიღარიბე დღევანდელი ხელისუფლების აზრით და უფრო მეტიც – რატომ ვერ ხედავს მსოფლიო ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლების უდიდეს მიგნებას სიღარიბესთან ბრძოლაში –   ამოაგდეთ ადამიანი უმწეოთა სიიდან და ღარიბი აღარ იქნება .
 
პირველი ვიცე-პრემიერის ამ ,,გამალურჯებელი'' განცხადების შემდეგ აზრს კარგავს მისი  მობოდიშებები იმასთან დაკავშირებით, რომ  საკმაოდ პოზიტიური ტენდენციებისა და მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, მთავრობა კარგად ხედავს გამოწვევებს, რომელთა წინაშეა საქართველო და მისი მოსახლეობა, და რომ სიღარიბე ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რადგან 700 ათასი ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. 
 
„ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე საქართველოს მოქალაქე ღარიბია. მიუხედავად 3.2 პუნქტიანი შემცირებისა და დამატებით შექმნილი 40 ათასი სამუშაო ადგილისა, ასევე მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც 11.8 პროცენტს შეადგენს და კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოს ეკონომიკისთვის,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
 
„შემოსავლების სტაბილური ზრდისა და ისეთი მაღალი სტანდარტების სოციალური პროგრამების მიუხედავად, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, ეს შემოსავალი მაინც ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების იმ დონეს, რა დონეზეც ჩვენი მოქალაქეები უნდა ცხოვრობდნენ.
ჩვენ ვხედავთ ამ გამოწვევებს, ვიღებთ ამ გამოწვევებს და სწორედ ამიტომ ჩვენი პოლიტიკა არის აქტიური აღნიშნული გამოწვევების წინააღმდეგ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
 
ეს ერთადერთი განცხადებაა, რომელშიც ხელისფლებას უნდა ენდო: ის შვიდასი ათასი ადამიანიც  ისე დაძლევს სიღარიბეს, როგორც სიიდან ამოგდებით ,,გამდიდრებული'' 500 ათასი კაცი. 
 
 

სიახლეები

13-14 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, თოვა, ზღვაზე შტორმი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის...

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია – ექსპრემიერს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი...

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი...

ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია-ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა....