მთავარისიახლეებიპოლიტიკაადგილობრივი არჩევნების შედეგები არ გადაიხედება - ცესკომ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ადგილობრივი არჩევნების შედეგები არ გადაიხედება – ცესკომ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

Published on

ცესკომ არ დააკმაყოფილა არასაპარლამეტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების საჩივარი, რომლითაც ისინი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ.
 
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განმარტებით, არ არსებობს არცერთი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემო, რომელიც ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების გაუქმების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო.
 
როგორც ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ, განუცხადა, 21 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და მისი პარტია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
 
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ სამართლებრივი დავა ამ საკითხზე ევროპულ სასამართლომდეც მივიდეს.
 
"სრული ოპოზიციური სპექტრი, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, თანხმდება იმაზე, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. შესაბამისად, მოვითხოვეთ, რომ გაუქმებულიყო ყველა საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, გადათვლილიყო შედეგები. ორი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვითხოვთ, ერთი არის ის, რომ ხდებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი. მეორე – არ განიხილეს საუბნო-საარჩევნო კომისიების საჩივრები, რაც კანონის მიხედვით მათი ვალდებულებაა. ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვაპირებთ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გავიაროთ ყველა სამართლებრივი ინსტანცია, რათა გავასაჩივროთ ამ გაყალბებული არჩევნების შედეგები. საბოლოო ჯამში, თუ არ მივიღეთ შედეგი, არ გამოვრიცხავთ მივმართოთ ევროპულ სასამართლოს," – განაცხადა ბოკუჩავამ

.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...