მთავარისიახლეებიკონფლიქტებირა უპასუხა ნინო ბურჯანაძემ ახრა ავიძბას, რომელიც ამაყობს, როცა აფხაზეთი-რუსეთის საზღვარზე...

რა უპასუხა ნინო ბურჯანაძემ ახრა ავიძბას, რომელიც ამაყობს, როცა აფხაზეთი-რუსეთის საზღვარზე აფხაზეთის დროშას ხედავს

Published on

საქართველო იღებს თავის წილ პასუხუსმგებლობას, მაგრამ აფხაზებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რუსეთიც ფრთხილად უნდა მოიქცეს იმისთვის, რომ კონფლიქტები ამოიწუროს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის პირველ არხზე, თოქ-შოუ ,,60 წუთში" სტუმრობისას განაცხადა.
 
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დებატები მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც ნინო ბურჯანაძე კონფლიქტების დარეგულურების საკითხს შეეხო. 
 
,,საქართველომ წააგო ისე, როგორც წააგო აფხაზეთმა. ეს იყო ორი ხალხის უდიდესი ტრაგედია და აქ გამარჯვებული არ არსებობს. საქართველო იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, მაგრამ აფხაზებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. რუსეთიც ფრთხილად უნდა მოიქცეს იმისთვის რომ კონფლიქტები ამოიწუროს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 
 
ასეთ შეფასებას ეთნიკურად აფხაზი ახრა ავიძბას გაღიზიანება მოჰყვა, რომელიც ასევე მიწვეული იყო გადაცემაში ,,60 წუთი". ახრა ავიძბამ ნინო ბურჯანაძეს განუცხადა, რომ „აფხაზეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი, განვითარებული სახელმწიფოა და ის ამაყობს, როდესაც აფხაზეთი-რუსეთის საზღვარზე აფხაზეთის დროშას ხედავს“. ნინო ბურჯანაძემ, თავის მხრივ, ეჭვები გამოთქვა რამდენად თავისუფალი, დამოუკიდებელი და განვითარებულია დღეს აფხაზეთი. 
 
,,თქვენ ვერ იქნებით თავისუფალი, დემოკრატიული და განვითარებული, სანამ 300 ათასი ქართველი არ დაბრუნდება აფხაზეთში“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ. 
 
ნინო ბურჯანაძე გადაცემა „60 წუთში“ მონაწილეობას გააგრძელებს და რამდენადაც ცნობილია, გადაცემაში მონაწილეობს ვლადიმერ ჟირინოვსკი..

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...