ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მიგრანტები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დეფაქტო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს. ამ ინფორმაციის მიხედვით, გალის რაიონში, საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 7 ეგვიპტელი, 2 სომალელი, 3 იემენელი და 3 სუდანელი დააკავეს. დაკავებულები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ. „იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულები ისეთი რეგიონიდან არიან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებენ, უსაფრთხოების სამსახური ტერორისტებთან მათ შესაძლო კავშირებს შეამოწმებს,“- ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი უწყების განცხადებაში. დე-ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო მგრაციის არხის ორგანიზება საქართველოს სპეცსამსახურების ინტერესში შედის. მათივე მტკიცებით, ამის შესახებ დაკავებულტა ჩვენებები მოწმობს.
სიახლეები
სიახლეები
REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ
პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...
სიახლეები
მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე
„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...
სიახლეები
გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე
„გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...
სიახლეები
ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“ ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...