მთავარისიახლეებიკულტურადღეს თბილისის ოპერის თეატრში ბიორკის მეორე სოლო კონცერტი გაიმართება

დღეს თბილისის ოპერის თეატრში ბიორკის მეორე სოლო კონცერტი გაიმართება

Published on

დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ისლანდიელი მომღერლის, კომპოზიტორისა და მსახიობის, ბიორკის მეორე სოლო კონცერტი გაიმართება. ბიორკი  თავის  კომპოზიციებს ამჯერადაც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ინსტრუმენტების თანხლებით შეასრულებს.
 
საკითხავი ის არის, ვინ მოხვდება დარბაზში, როცა ბილეთების ფასი  80 ლარიდან -750 ლარამდეა .
 
პირველი სოლოკონცერტი მუსიკოსმა ქართველი მსმენელის წინაშე 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართა.
 
ბიორკი თბილისში 28 ოქტომბერს, 12-წევრიან ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა. ორივე კონცერტის დირიჟორი, ახალგაზრდა ისლანდიელი მუსიკოსი ბიარნი ფრიმან ბარნასონია.
 
ბიორკი საქართველოში პირველად თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალ SOU-ს ფარგლებში ჩამოვიდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...