ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება შემცირდა. ამის შესახებ 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში წერია, რომელშიც ფინანსთა სამინისტრო 2017 წელს სიგარეტის აქციზიდან საპროგნოზო შემოსავლების მიზეზებს განმარტავს. სწორედ აქციზის განაკვეთების ცვლილებამ განაპირობა წელს საქართველოში თამბაქოს მოხმარების შემცირება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.უწყების ცნობით, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებული იყო 5,8 მილიარდი ღერი სიგარეტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, ანუ მოხმარება 15.5%-ით შემცირდა. ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან შემოსავლების გეგმა 87,3%-ით შესრულდა და დაგეგმილ მაჩვენებელს (1,199 მლრდ ლარი) 152 მილიონი ლარი დააკლდა.2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტით რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება იზრდება. მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა. 2018 წლის პირველი მაისიდან იკრძალება მოწევა დახურულ სივრცეში, გამონაკლისია კერძო ბინა/სახლი, სასჯელაღსრულების დაწესებულება, სამორინე და ფსიქიატრიული დაწესებულება. აკრძალვა ეხება ელექტრონულ სიგარეტსაც და ჩილიმსაც. იკრძალება მოწევის და მოხმარების ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. იკრძალება თამბაქოს მოხმარება სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია. იკრძალება თამბაქოს დადება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე, ნებისმიერი სახით, იმგვარად, რომ გარედან ჩანდეს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება შემცირდა.
სიახლეები
სიახლეები
ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...
სიახლეები
დააკავეს სამი პირი, რომლებმაც 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს.
უწყების...
სიახლეები
საია- ევროკავშირის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასა და დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს
საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, საპოლიციო ძალადობის გამოუძიებელი შემთხვევები, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა...
საზოგადოება
ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს.
დოკუმენტი საკანონმდებლო...