თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას დაკავებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გააზიარა და დაწერა, რომ „მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა“.„ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი“, – დაწერა „ფეისბუქზე“ მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ.
მეგის ქარდავას არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი- მიხეილ სააკაშვილი
Published on