მთავარისიახლეებისაზოგადოებაექიმებს შესაძლოა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ერთდროულად მუშაობა აეკრძალოთ

ექიმებს შესაძლოა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ერთდროულად მუშაობა აეკრძალოთ

Published on

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის მოსაზრებით, უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როდესაც ერთი ექიმი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. ამის შესახებ ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კონტრაქტი იმ კლინიკებთან და დაწესებულებებთან უნდა დაიდოს, რომელიც საუკეთესო სერვისს მიაწოდებს მოქალაქეებს. „ეს გზა გაიარა ბევრმა ქვეყანამ, ჩვენ ამისთვის კლინიკებს დროს მივცემთ. სამედიცინო პერსონალი არ დარჩება უმუშევარი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ექიმი ექვს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ერთი დაწესებულებიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, ხშირ შემთხვევაში, ამის გამო სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამ წლის ბოლომდე უნდა ვიმუშაოთ და მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იქნება", – განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

სიახლეები

სტრასბურგმა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო....

“ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ” -ნანუკა ჟორჟოლიანი ფონდზე

"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. შეგახსენებთ, ოლიგარქის პროკურატურამ...

ზელენსკი-პუტინი მალე მოკვდება, ეს ფაქტია

საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეშინია. ამის შესახებ ზელენსკიმ Eurovision...

სენატის საგარეო კომიტეტი „მეგობარი აქტის“ დღეს განიხილავს

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში „მეგობარი აქტის“ განხილვა დღეს, 27 მარტს, თბილისის დროით, 19:00...