საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით, რუს მოთხილამურეებზე პირველი ვერდიქტი გამოიტანა, რომელიც სერიოზულად აზარალებს რუსეთის ნაკრების შედეგებს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე. კერძოდ, თხილამურებით მორბენლები – ალექსანდრ ლეგკოვი და ევგენი ბელოვი დამნაშავედ ცნეს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში და მათ მიმართ მკაცრი სანქციები გამოიტანეს. გაუქმდა ლეგკოვისა და ბელოვის შედეგები 2014 წლის ოლიმპიადაზე. განსაკუთრებით ლეგკოვი დაზარალდა, რადგან მას ოქრო ჰქონდა მოპოვებული 50 კილომეტრზე რბენაში და ვერცხლი – 4×10 კილომეტრზე ესტაფეტაში. ეს შედეგები გაუქმებულია და სპორტსმენს ორივე მედლის დაბრუნება მოუწევს. ასევე, უნდა დააბრუნონ ვერცხლის მედლები ესტაფეტაში მონაწილე სხვა მოთხილამურეებმა. ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება, გადაეცემათ თუ არა ეს მედლები სხვა მორბენლებს. ამას ემატება ისიც, რომ ლეგკოვსა და ბელოვს სამუდამო დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ 2018 წლის ზამთრის თამაშებში.
სიახლეები
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...
სიახლეები
უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან
აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...
მსოფლიო
ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი
უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...