მთავარისიახლეებიპოლიტიკაირმა ინაშვილის ,,გაბრაზებული დეიდა'' მოსკოვს გაემგზავრა

ირმა ინაშვილის ,,გაბრაზებული დეიდა” მოსკოვს გაემგზავრა

Published on

ნინო ბურჯანაძის მორიგი ვიზიტი მოსკოვში – "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერი მოსკოვში გაემგზავრა.
 
ნინო ბურჯანაძის თქმით,  იქ მას ძირითადად არაფორმალური შეხვედრები ექნება. ,,ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი და მჯერად მოსკოვში აქტიურ ურთიერთობას მედიასთან გვეგმავ. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირდეს ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე.. არ მაქვს განსაკუთრებული შეხვედრები დაგეგმილი იმიტომ, რომ გამომდინარე არჩევნების ვითარებიდან და საჩივრებიდან და ა.შ. მე არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული როდის წავიდოდი,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
 
რატომ  არ გადადო მაშინ ნინო ბურჯანაძემ ეს  მოუმზადებელი გამგზავრება, ძნელი ასახსნელი არ არის. როგორც ჩანს იგი მოსკოველთა თვალში ,,პატრიოტთა ალიანსის'' გააქტიურებას გადაფარვას ცდილობს.
 
ჯიბრი ირმა ინაშვილსა და მას შორის კარგა ხანია გრძელდება. 
შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძე გაანაწყენა ,,პატრიოტთა ალიანსის'' ამბიციამ რუსეთთან ურთიერთობაში დაიკავონ  მისი ადგილი და ამ მოძრაობის ლიდერის  ირმა ინაშვილის განცხადებამ, რომ ნინო ბურჯანაძე როგორც პოლიტიკოსი დისკვალიფიცირებულია და  გაბრაზებული დეიდას სტილში აკეთებს განცხადებებს.
"არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმებით იმაში, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ჩვენს ადგილს იკავებს. დიდი ბოდიში, მაგრამ "დემოკრატიული მოძრაობისა" და ნინო ბურჯანაძის ადგილს ნამდვილად ვერ დაიკავებს "პატრიოტთა ალიანსი" და მისი ლიდერები ადამიანური პატივისცემის მიუხედავად.'' ასეთი იყოს ნინო ბურჯანაძის საპასუხო განცხადება.
დღევანდელი გამგზავრებაც  სხვა არაფერია.

 
 
 
 . 
 
 

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...