მთავარისიახლეებისაზოგადოებაწყალდიდობა აფხაზეთში

წყალდიდობა აფხაზეთში

Published on

გუშინ  ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე კოდორი ადიდდა და  გულრიფშის სოფლები დატბორა
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ განახლებაში, სადაც  წყლის დონემ ცალკეულ ადგილებში ნახევარ მეტრს გადააჭარბა. დაიტბორა სასოფლო – სამეურნეო სავარგულები,  წყალი მოსახლეობას სახლებში შეუვარდა, წყლის დონის უეცარმა მატებამ რამდენიმე ოჯახს სახლის დროულად დატოვებაში შეუშალა ხელი, რის გამოც მათ გადასარჩენად  სპეცტექნიკის გამოყენება გახდა აუცილებელი.
 
 
 დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე  მთელი დღისა და ღამის განმავლობასი  მუშაობდნებ მაშველები, სტიქიის ზონა მოინახულეს დე -ფაქტო პრემიერმინისტრმა დასაგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა. ამ დროისატვის წყლის დონე კლებულობს და დინების ქვედა ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე  განავალ საავტომობილო დასარკინიგზო მაფგისტრალებს წყალდიდობა აღარ ემუქრება. თუმცა მასველები ისევ ადგილზე ჩებიან , რადაგ საშიშროება, რომელიც  მოსახლეობას ემუქრება, საბოლოოდ გადავლილი არ არის 

 

 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...