მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში 3 ნოემბრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება, მოსალონელია თოვლი

საქართველოში 3 ნოემბრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება, მოსალონელია თოვლი

Published on

  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ცნობით, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში  წვიმაა მოსალოდნელი. მთაში მოთოვს.
ცივი ამინდი 3 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.
2 ნოემბერს, დღისით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა, ცივი ამინდი შენარჩუნდება და ღამით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. კერძოდ, 3 ნოემბრის ღამეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შიდა ქართლში (გორსა და აგარაში) – 3 გრადუსი დაფიქსირდება. 
 
31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 9–14 გრადუსი იქნება.
 
საქართველოში ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი 3 ნოემბერსაც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ჰაერის ტემპერატურა დღისით 19 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 10–14 გრადუსი იქნება. 
 
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დღეს 14 გრადუსი იქნება, 1–3 ნოემბერს კი, 13 გრადუსი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა თბილისში ღამით, 3 ნოემბერსაა მოსალოდნელი და 3 გრადუსი იქნება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...