მთავარისიახლეებიეკონომიკა,,ზედმეტი'' კითხვა: გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისოფიციალურ გახსნაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ...

,,ზედმეტი” კითხვა: გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისოფიციალურ გახსნაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არც უხსენებია

Published on

დღეს აზერბაიჯანში  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა.
 
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.
 
ხუთი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ასევე – იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.
 
გახსნის ცერემონიაზე რკინიგზის მნიშვნელობის შესახებ განცხადებები გააკეთეს გიორგი კვირიკაშვილმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
 
,,თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს დააკავშირებს ერთმანეთთან, გააუმჯობესებს და გაზრდის მათ კეთილდღეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. 
 
მისი თქმით, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ – მის მიღმა.
 
”დღევანდელი ჩვენი შეკრება ეძღვნება ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენას. დღეს ოფიციალურად ვხსნით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რაც ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების საუკეთესო მაგალითი გახლავთ. 
 
პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს ამ ღონისძიების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის და მეგობარი ქვეყნების ლიდერების მოწვევისთვის, რაც საერთო ხედვისა და ინტერესების საუკეთესო დემონსტრირება გახლავთ. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრეზიდენტ ერდოღანს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს მივულოცო რესპუბლიკის დღის ნაციონალური დღესასწაული.''
 
 
გიორგი კვირიკაშვილს  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ლომის წილი უდევს ამ იდეის დაბადებასა და რეალიზაციაში,  არც უხსენებია და,  რა თქმა უნდა მადლობაც  არ გადაუხდია.   პლაგიატობა  სხვა კი არაფერია, თუმცა ეს უხრეხულობის განცდას დღევანდელ ხელისუფლებას რომ არ აღუძვრის, დიდი ხანია შევეჩვიეთ. 
 

სიახლეები

უკრაინაში მოკლეს კუბელი მოხალისე, რომელიც ოკუპანტთა მხარეს საომრად აფხაზეთიდან ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ნოემბერს დაკრძალავენ ვალდეს რივერო ხუან კარლოსს, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და...

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...