მთავარისიახლეებისამართალისაზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

Published on

სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მარნეულში, ე.წ. ფარვანის დასახლების მიმართულებით, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.დაკავებული ბაქოს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით, 2014 წლიდან მკვლელობისთვის იძებნებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...