სახელწოდება “პრემია” შეიძლება “ჯილდოთი” შეიცვალოს

0
398
პრემიას შესაძლოა ჯილდო ეწოდოს. ასეთ ცვლილებას ითვალისწინებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტი.
 
საკანონმდებლო ინიციატივა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება.
 
გარდა ამისა, ცვლილება ითვალისწინებს, რომ დანამატი წლიური ხელფასის 10%-ით განისაზღვროს.
 
„კანონპროექტის მიზანია, დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემა. შექმნას დამსახურებაზე დამკვიდრებული საჯარო სამსახურის განხორციელების სისტემა; მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები“, – წერია პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში.
წინა სტატია1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი
შემდეგი სტატიაფოთში მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური