მთავარისიახლეებისაზოგადოება1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი

1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი

Published on

1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი, რომლის თანახმადაც გარკვეულწილად მკაცრდება ადმინისტრირება, თუმცა მეორე მხრივ, გვაქვს ლიბერალური მიდგომები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა საგზაო უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.მისი თქმით, სამინისტრო ეტაპობრივად ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული.შალვა ხუციშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის კონფერენციები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაბამის დონეზე კი მოსაზრებების გაცვლა, რაც საბოლოო ჯამში დადებით შედეგს იძლევა.“მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და ასეთი ფართო დისკუსია გვაძლევს საშუალებას, ღიად ვისაუბროთ პრობლემებზე. რაც შეეხება რეფორმებს, 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი, რომლის თანახმადაც გარკვეულწილად მკაცრდება ადმინისტრირება, თუმცა მეორე მხრივ, გვაქვს ლიბერალური მიდგომები. კერძოდ, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა შეღავათებით. რაც შეეხება ჭკვიან კამერებს, მათი დამონტაჟება გრძელდება, ამ ეტაპზე თბილისში დაახლოებით ასი კამერაა დამონტაჟებული და ვმუშაობთ, რომ სხვა დიდ ქალაქებში წლის ბოლომდე მოხდეს კამერების დამონტაჟება”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციას ესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებიან თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია და თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, რომლებიც თავიანთ ხედვებს წარმოადგენენ. ისინი მოისმენენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც სხვადასხვა უწყებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ.

სიახლეები

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...

სტრასბურგმა ე.წ. FARA-ზე და გრანტების კანონზე საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო

ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. FARA-ს ანალოგთან და გრანტების...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 30 ივნისის ღამის 04:00 საათზე დედაქალაქზე დრონებით შეტევა დაიწყო,...

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...