მთავარისიახლეებისაზოგადოებატყიბულის მაღაროში ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე მოიყოლა.

ტყიბულის მაღაროში ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე მოიყოლა.

Published on

მინდელის სახელობის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ტყიბულში გუშინ საღამოს მოხდა. კომპანია ”საქნახშირის" ინფორმაციით  ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უბანზე ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე მოიყოლა. კომპანიის ინფორმაციით, დავით ფორჩხიძე მეექვსე უბანზე მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა რა დროსაც ნახშირი ჩამოიშალა."ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს ( გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშობის შესრულებისას ), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე. გარდაცვლილი ამ წუთებში გადაყვანილია ქუთაისის პროზექტურაში. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მოხდართან დაკავშრებით, ჩვენ ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს,"-აცხადებენ კომპანიაში.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...