მთავარისიახლეებიპოლიტიკათამაზ მეჭიაური თიანეთის მერიაში კონკრეტული გეგმებით მოდის და არც საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს

თამაზ მეჭიაური თიანეთის მერიაში კონკრეტული გეგმებით მოდის და არც საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს

Published on

თიანეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამარჯვებულად გამოაცხადა, თიანეთის მერიაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. ”გადავხედავ სიტუაციას. არ ვამბობ იმას, რომ ყველას შევცვლი, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქნება. მისახედია განათლება, სკოლამდელი აღზრდა. არ ვამბობ, რომ ყველაფერი დაქცეულია, მაგრამ თუ რამეს სჭირდება ცვლილება, რა თქმა უნდა სასწრაფოდ დავიწყებ მუშაობას. გადავხედავ ბიუჯეტს, თუ რა მდგომარეობაა, რის შესაძლებელობა მექნება დარჩენილ 2 თვეში. როგორც გაგვწვდება საბანი, ისე უნდა გავიწვდინოთ. პარალელურად, მომავალი წლის ბიუჯეტზეც ვიმუშავებთ. რაღაც ახირება არ მაქვს. საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაღაც ახირებებზე დაფუძნებული. არავის პოლიტიკური ვალი არ მაქვს და დამსახურებებით იქნება ყველაფერი. რა თქმა უნდა ის პირები ვერ იმუშავებენ, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიით იყვნენ დაკავებულები მთელი ეს პერიოდი, მიტოვებული ჰქონდათ მათი ძირითადი საქმიანობა და სფეროები პარალიზებული იყო”, – განაცხადა მეჭიაურმა. ჟურნალისტების კითხვაზე, რა არის თიანეთის ყველაზე დიდი პრობლემა, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ეს არის უსამართლობა.”თიანეთში კი არა ყველგან დიდი პრობლემა არის უსამართლობა. სამართლიანობა უნდა იყოს. ჩემი ყველა გადაწყვეტილება იქნება მაქსიმუმ სამართლიანი. რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ყველა ნაბიჯს ექნება ახსნა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა მეჭიაურმა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...