ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ხელმძღვანელობისა და პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა.ამის შესახებ მარიანო რახოიმ ესპანეთის მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღო, დაითხოვოს კატალონიის პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წლის 21 დეკემბრისთვის დანიშნოს.მისი თქმით, საუბარი არ არის ავტონომიის შეჩერებაზე, არამედ რაც შეიძლება მალე სიტუაციის ნორმალიზებაზე. კატალონიის პარლამენტმა გუშინ კენჭი უყარა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას. კატალონიის დამოუკიდებლობას კატალონიის პარლამენტის 70 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10 წევრი წინააღმდეგ წავიდა.გუშინვე ესპანეთის სენატმა ესპანეთის მთავრობის ინიციატივა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებაზე დაამტკიცა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...