მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კარვების ქალაქში მეთიუ ბრაიზა მივიდა

მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კარვების ქალაქში მეთიუ ბრაიზა მივიდა

Published on

გუშინ  უკრაინის რადასთან , რეფორმების მოედანზე გაშლილ კარვების ქალაქში მეთიუ ბრაიზა მივიდა.
,,დღეს მეთიუ ბრაიზამ მომინახულა, ყოფილმა ამერიკის ელჩმა, ბრწყინვალე დიპლომატმა და უბრალოდ კარგმა ადამიანმა, ჩემმა ძველმა მეგობარმა, თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა ბუშის ადმინისტრაციაში და აშშ ელჩმა ობამას  პრეზიდენტობის დროს'' – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
ამ ძუნწი ინფორმაციის გარდა ამ ვიზიტზე არაფერია ცნობილი,   თუმცა უკრაინის მედიასა და სოციალურ ქსელებში  უკვე ღიად გამოითქმის ვარაუდები, რომ მეთიუ კარვების ქალაქში უბრალოდ მეგობრის მოსანახულებლად არ მისულა –  ჯერ ერთი ამ მისვლით მან დემონსტრატიულად გამოხატა  სოლიდარობა და ინტერესი უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა და კონკრეტულად ამ აქციის მიმართ და, რაც მთავარია,  არამხოლოდ პირადი.= და მეორეც – ამ ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის პირისპირ საუბარი არ იქნებოდა  წარსულის გახსენება დღევანდელობისა და მომავლისგან მოწყვეტით.   რა ითათბირეს  ძველმა თანამებრძოლებმა რეფორმების მოედანზე, რა მესიჯები  გაცვალეს მათ , მომავალი გვიჩვენებს –  წერენ სოციალურ ქსელებში 
თავად მეთიუ ბრაიზას ამ შეხვედრასთან დაკავშირებით  მედიაში  ჯერ რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ უკრაინაში უკვე ინტენსიურად ციტირებენ  მის სიტყვებს ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომელიც  მან რამდენიმე თვის წინ მისცა Azvizion. az – ს.
,,თუ ეს  არ გამოუვიდა სააკაშვილს, არ გამოუვა საერთოდ არავის, სააკაშვილმა იცის მტკივნეული რეფორმების ბოლომდე მიყვანა, განსაკუთრებით რთულ პოლიტიკურ ვითარებაში''- განაცხადა მაშინ მეთიუ ბრაიზამ. 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...