მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კარვების ქალაქში მეთიუ ბრაიზა მივიდა

მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კარვების ქალაქში მეთიუ ბრაიზა მივიდა

Published on

გუშინ  უკრაინის რადასთან , რეფორმების მოედანზე გაშლილ კარვების ქალაქში მეთიუ ბრაიზა მივიდა.
,,დღეს მეთიუ ბრაიზამ მომინახულა, ყოფილმა ამერიკის ელჩმა, ბრწყინვალე დიპლომატმა და უბრალოდ კარგმა ადამიანმა, ჩემმა ძველმა მეგობარმა, თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა ბუშის ადმინისტრაციაში და აშშ ელჩმა ობამას  პრეზიდენტობის დროს'' – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
ამ ძუნწი ინფორმაციის გარდა ამ ვიზიტზე არაფერია ცნობილი,   თუმცა უკრაინის მედიასა და სოციალურ ქსელებში  უკვე ღიად გამოითქმის ვარაუდები, რომ მეთიუ კარვების ქალაქში უბრალოდ მეგობრის მოსანახულებლად არ მისულა –  ჯერ ერთი ამ მისვლით მან დემონსტრატიულად გამოხატა  სოლიდარობა და ინტერესი უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა და კონკრეტულად ამ აქციის მიმართ და, რაც მთავარია,  არამხოლოდ პირადი.= და მეორეც – ამ ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის პირისპირ საუბარი არ იქნებოდა  წარსულის გახსენება დღევანდელობისა და მომავლისგან მოწყვეტით.   რა ითათბირეს  ძველმა თანამებრძოლებმა რეფორმების მოედანზე, რა მესიჯები  გაცვალეს მათ , მომავალი გვიჩვენებს –  წერენ სოციალურ ქსელებში 
 
 
თავად მეთიუ ბრაიზას ამ შეხვედრასთან დაკავშირებით  მედიაში  ჯერ რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ უკრაინაში უკვე ინტენსიურად ციტირებენ  მის სიტყვებს ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომელიც  მან რამდენიმე თვის წინ მისცა Azvizion. az – ს.
,,თუ ეს  არ გამოუვიდა სააკაშვილს, არ გამოუვა საერთოდ არავის, სააკაშვილმა იცის მტკივნეული რეფორმების ბოლომდე მიყვანა, განსაკუთრებით რთულ პოლიტიკურ ვითარებაში''- განაცხადა მაშინ მეთიუ ბრაიზამ. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....