მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავისუფალი, ევროპული აზროვნების გუმბათს ქმნის

0
417
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეა რეალური რეფორმების მოედანზე (როგორც მან უწოდა უკრაინის რადასთან, ოფიციალური სახელით – კონტიტუციის მოედაზე- გაშლილ კარვების ქალაქს)  თავისუფალი აზრის, ევროპული აზროვნების, უკრაინის მომავლის განმსაზღვრელი   ინტელექტუალური გუმბათის შექმნისთვის   ხორცს ისხამს.  
 
პირველი ლექცია მან თავად წაუკითხა აქ შეკრებილ ასეულობით ახალგაზრდას და ახალგაზრდული სულის  ხალხს, ხოლო მეორე  26 ოქტომბერს ჩაატარა ნიდერლანდების პარლამენტის წევრმა სიბე შააპმა. ლექციის თემა იყო ,,პოპულიზმი ევროპაში. უკრაინა და ევროპა ევრომაიდნის შემდეგ''. 
 
სიბე შააპი ცნობილი ევროპაში ცნობილი პოლიტიკოსია , ფილოსოფოსი და სწავლული, რომელიც მარქსიზმის პირობებში ტოტალიტარული საზოგადოების პრობლემების კვლევის სფეროში მუშაობს და სიღრმისეულად იცნობს პოსტსაბჭოთა საზოგადოების პრობლემებს.  
,,გუმბათი რეალური რეფორმების სკოლისთვის ჯერ მზად არ არის, მაგრამ სიბე შააპმა ღია ცისქვეშ წაიკითხა თავისი ლექცია, რომელსაც უდიდესი ინტერესით შეხვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.  ლექციის შემდეგ იგი ჩაიზეც დამეწვია ჩემს კარავში '' – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე. 
 
 
მიხეილ სააკაშვილი აანონსებს იარონმირ შტენინის –  ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსის, ,,ქარტია 77'' ის ერთერთი დამფუძნებლის, ვაცლავ ჰაველის თანამებრძოლის,  ჩეხი ევროპარლამენტარის ლექციას, რომელიც 29 ოქტომბერს შედგება რეალური რეფორების მოედანზე.  
 
 

მიხეილ სააკაშვილის ლექტორიუმი და  რეალური რეფორმების მოედნის სულისკვეთება რომ  ვერანაირ გუმბათქვეშ ვერ დაეტევა, უკვე იქიდანაც ჩანს, რომ  დღეს დილით  მიხეილ სააკაშვილმა კიევის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს დარბაზში.

 

,,ეს არ არის ჩემი პირველი ლექცია სტუდენტებისთვის, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ , ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია და სასიამოვნო, რომ ამჯერად ჩემს ალმა მატერში მომიხდა ამის გაკეთება , უნივერსიტეტში, რომლის კურსადამთავრებული ვარ. '' –  წერს მიხეილ სააკაშვილი. – ლექცია  განკუთვნილი იყო არა მხოლოდ პოლიტოლოგიის სპეციალობის ტუდენტებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც აღელვებს უკრაინისა და თითოეული უკრაინელის მომავალი. რაც მთავარია, მინდოდა უშუალოდ სტუდენტებისგან გამეგო, რას ფიქრობენ ისინი და როგორია მათ მიერ უკრაინის მომავლის ხედვა. ''

 

მიხეილ სააკაშვილის ლექციას უნივერსიტეტში დიდი აჟიოტაჟი მოყვა. აუდიტორიამ  ვერ დაიტია ყველა მსურველი, რომელნიც აქ სხვა სასაწავლებლებიდანაც მივიდნენ.

ლექციის დასასრულ მიხეილ საკაშვილმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომელიმაც უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება დაეთმო მისთვის აუდიტორია, სტუდენტებს რომელნიც დარბაზში იმყოფებოდნენ და ბოდიში მოუხადა მათ, ვინც დარბაზს გარეთ დარჩა. ,,დიდი მადლობა ასეთი ტრიუმფაური დახვედრისათვის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო. ვწუხვარ, რომ აუდიტორიამ ვერ დაიტია ყველა მსურველი და ბოდიშს ვუხდი მათ ამისათვის, მაგრამ არა უშავს , ჩვენ წინ არაერთი შეხვედრა გველის'' – განაცხადა მიხეილ საააშვილმა.

 
წინა სტატიადიახ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა დალასში, მაგრამ განა ქართველებისთვის ღირსების საკითხი არ არის, ვიცოდეთ, რა მოხდა ხიბულაში?
შემდეგი სტატიაროგორ და რატომ მოხდა აფხაზური სამწიგნობრო ენის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანა, რა შუაშია ლავრენტი ბერია და იყო თუ არა ეს ძალადობა, როგორც ამას აფხაზი სეპარატისტები აღიქვამენ?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური