მთავარისიახლეებიპოლიტიკადიახ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა დალასში, მაგრამ განა ქართველებისთვის ...

დიახ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა დალასში, მაგრამ განა ქართველებისთვის ღირსების საკითხი არ არის, ვიცოდეთ, რა მოხდა ხიბულაში?

Published on

პრეზიდენტ კენედის მკვლელობის გარემოებათა ამსახველი დოკუმენტების გასაჯაროება ქართველ მკითხველს უსათუოდ აღუძრავს კითხვას საქართველოს პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის  ზვიად გამსახურდიას საეჭვო გარემოებებში  დაღუპვის შესახებ  მასალების გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით.
 დიახ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს, იცოდეს, რა მოხდა დალასში, მაგრამ განა ქართველებისთვის  ღირსების საკითხი არ არის, ვიცოდეთ, რა მოხდა ხიბულაში? 
 
 
გუშინ ამოიწურა 25 წლიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პრეზიდენტ ჯონ კენედის  მკვლელობასთან დააკავშირებულ 3100 დოკუმენტს გრიფი ,,საიდუმლო' ედო.
 
,,ამერიკის საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს პრეზიდენტ კენედის მკვლელობის სრული სურათი და დეტალები, ამიტომ დღეს გავეცი განკარგულება აწეულ იქნას ფარდა, რომელიც ამ საქმეს თავის დროზე გარკვეულ გარემოებათა გამო  ჩამოაფარეს'' – განაცხადა აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
 დღეს შეერთებულ შტატებში ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ 2891 საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვეს. ისინი  ეროვნული არქივის ვებ გვერდზე დაიდო. დანარჩენი, ცენტრალური დაზვერვის სამსახურის თხოვნით, კვლავ საიდუმლოდ დარჩება. დაზვერვა შიშობს, რომ სრული დოკუმენტაციის გამოქვეყნება უწყების მუშაობის მეთოდებს და აგენტებს შეუქმნის საფრთხეს, ამიტომ მათი გასაჯაროება მომავალი წლის  26 აპრილამდე გადაიდო. 
 
,,მე სხვა გამოსავალი არა მაქვს – პოტენციური საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას '' – აცხადებს ტრამპი, რომელსაც ისედაც დიდ ძალისხმევად დაუჯდა ფბრ-ს  – ს წინააღმდეგობის გადალახვა .
 
გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კენედის მკვლელს ფედერალური საგამოძიებო ბიურო ტრაგედიამდე 2 თვით ადრე უთვალთვალებდა.
 
ასევე დგინდება, რომ ლი ჰარვის ოსვალდის საბჭოთა დიპლომატთან ჰქონდა კავშირი, რომელიც ამერიკული დაზვერვის ცნობით, რუსული "კა-გე-ბეს" აგენტი იყო და საბოტაჟებსა და მკვლელობებს კურირებდა.
 
ასევე ირკვევა, რომ მოსკოვში ჯონ კენედის მკვლელობას ამერიკის ხელისუფლების შეთქმულებად მიიჩნევდნენ და ამავდროულად შიშობდნენ, რომ ვაშინგტონი საბჭოთა კავშირზე იერიშს მიიტანდა.
 
 
 

 

 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...