მთავარისიახლეებისაზოგადოებავის ჰქონდა გულის პრობლემა - დაკავებისას გულგამსკდარ ახალგაზრდას თუ პოლიციელებს...

ვის ჰქონდა გულის პრობლემა – დაკავებისას გულგამსკდარ ახალგაზრდას თუ პოლიციელებს ?

Published on

გუშინ საღამოს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მოხდარ  შემთხვევაში, კერძოდ  ახალგაზრდა კაცის სიკვდილში  თვითმხილველები სამართალდამცველებს ადანაშაულებენ.
 
მათი განცხადებით, 33 წლის პაატა პავლიაშვილი ცდილობდა გამოსარჩლებოდა მეგობარს, რომლის მიმართ   პოლიციელები დაკავების ღონისძიებას ახორციელებდნენ., რის გამოც ამ უკნასკნელთ მისი დაკავებაც გადაწყვიტეს. ბორკილების დადებისას პავლიაშვილმა თავი ცუდად იგრძნო, მაგრამ   პოლიციელებმა მისი მდგომარეობა ყურად არ იღეს, და ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ გიონწსული ახალგაზრდა წაიქცა და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილს, როგორც ირკვევა, გულის პრობლემები ჰქონდა. 
 
თბილისის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო, საქმის რეზონანსი  ახალგაზრდის გარდაცვალებასთან შსს-ს თანამშრომლების შესაძლო შემხებლობამ გაამძაფრა.   საპატრულო ეკიპაჟის წევრები და თვითმხილველები წუხელვე დაიკითხნენ , ახალგაზრდა კი, რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
 
გარდაცვლილის მეზობლები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ, მათი ჩვენებით  , მამაკაცის დაკავებაში ორი პოლიციელი მონაწილეობდა.
“ამ ორი პოლიციელიდან ერთი მიხვდა, რომ ნასვამი იყო და ამბობდა, რომ შევეშვათო, თუმცა მეორე პოლიციელმა ხელები გადაუგრიხა და მისი დაკავება სცადა. გარდაცვლილი პირი კონკრეტულად ამ პოლიციელებს არ აგინებდა, არამედ ზოგადად გაღიზიანებული ჩანდა”,- აცხადებენ ისინი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გუშინ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც მათივე ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე ინციდენტის მონაწილე ნოდარ შანიძე საუბრობს.  
ვიდეომასალაში შანიძე ამბობს, რომ გარდაცვლილი პირი ხშირად სვამდა და იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს, რამაც შესაძლოა იმ მომენტში გულზე იმოქმედა და გარდაიცვალა, თუმცა დღეს იგი  ჟურნალისტებთან დეტალებზე აღარ საუბრობს, ირკვევა, რომ მან პავლიაშვილის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარების შესახებ ყურმოკვრით იცოდა, თუმცა არასოდეს უნახვს, რომ იგი ამ წამლებს იღებდა. 
 
მოსახლეობა ალაპარაკდა იმაზე, რომ შანიძის მიერ ინცინდენტის პირველივე წუთებში გამოთქმული დაუსაბუთებელი ვარაუდის ტირაჟირება სამინისტროს იმისთვის სჭირდება, რომ თავისი პოლიციელების დანაშაული მიჩქმალოს და ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზად არა მათი უხეშობა  და უდიერება და შესაბამისად ისედაც ტრავმირებული ბიჭის ( მან ახლო ხანებში ორი უძვირფასესი ახლობელი დაკარგა) სტრესი, არამედ მითიური მედიკამენტები გამოაცხადოს.. 
 
 
 
 
 
.
 

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...