მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში მიწა იძრა - ეპიცენტრი კელასურში იყო

საქართველოში მიწა იძრა – ეპიცენტრი კელასურში იყო

Published on

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მიწისძვრის სიმძლავრე 3,8 მაგნიტუდას შეადგენდა. 
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სოხუმიდან აღმოსავლეთით 6 კმ–ში, კელასურში იყო. 
მიწისძვრა დაახლოებით, 14:24 საათზე მოხდა.
 
აფხაზურ მედიაში ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ იძებნება. იმედია,   კელასურის კედელი  არ დაზიანებულა.  
 
შეგახსენებთ,  ეს არის  ეგრისის მეფე ლევან II დადიანის მიერ აფხაზი ფეოდალების შემოსევების შესაჩერებლად XVII საუკუნეში აგებული სასიმაგრო ნაგებობათა სისტემა (საერთო სიგრძე 60 კმ). კედელი იწყება მდინარე კელასურის შესართავიდან, მიუყვება მდინარის მარცხენა ნაპირს, შემდეგ უხვევს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ და ფანავის ქედის ძირის სამხრეთი მხრიდან გრძელდება მდინარე ღალიძგის ხეობაში. კელასურის კედელი ერთმანეთთან კოშკებით დაკავშირებული ცალკეული სასიმაგრო ნაგებობებია (კოშკების სისტემა, ზოგჯერ ცალ-ცალკე კოშკები და კედლები). ზღუდით გამაგრებულია მხოლოდ ვიწრო გადმოსასვლელები საკუთრივ აფხაზეთიდან, დალიდან და წებელდიდან.
 
 
ლევან II დადიანმა საგანგებო ღონისძიებანი გაატარა კელასურის კედლის დასაცავად, მაგ., ყოველი ფეოდალი (სასულიერო ან საერო) ვალდებული იყო წელიწადში 1 თვე თავისი მხედრებით ემორიგევა აქ. . ლევან II დადიანის გარდაცვალების  შემდეგ კელასურის კედელი მიატოვეს. როდესაც აფხაზმა ფეოდალებმა ძალაუფლება მდინარე ენგურამდე გაავრცელეს, კელასურის კედელმა თავისი ფუნქცია დაკარგა.
 
კელასურის კედელი იხსენიება საქართულ საისტორიო მწერლობაშიც, ჯუანშერის თხზულებაში ის მოხსენიებულია, როგორც აფხაზეთის დიდი კედელი. VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით ნახსენებია „ზღუდე კლისურისა“, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან შავისზღვისპირეთში მიმავალ გზებს ამაგრებდა, იდგა ჩრდილოეთ კავკასიიდან დასავლეთ საქართველოში მიმავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც უშუალოდ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუყვებოდა.
 
VIII საუკუნის დასასრულიდან, აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ზღუდემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და თანდათან დაინგრა.
 
ლევან მეორემ სწორედ მის ნაშთებზე ააგო დღეს არსებული კედელი, რომელმაც თავის მხრივ ასევე ნაწილობრივ მოაღწია ჩვენამდე და ღვთის ამარა დაგვრჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

 
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...