მთავარისიახლეებიპოლიტიკაგეოგრაფიის გაკვეთილები ბიძინა ივანიშვილისათვის, უხერხულობის ატროფირებული გრძნობა და ანაკლიის...

გეოგრაფიის გაკვეთილები ბიძინა ივანიშვილისათვის, უხერხულობის ატროფირებული გრძნობა და ანაკლიის პორტი, რომლის მშენებლობას დიდი ხანია ხელისუფლება როდინობის კვირაში იწყებს

Published on

 ხუთი მილიონი აშშ დოლარი  დასჭირდა გეოგრაფიის გაკვეთილებს ( იგულისხმება დამატებითი კვლევების სახელმწიფო დაფინანსება) ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც ანაკლიისა და ლაზიკის პროექტებზე ისე საუბრობდა, თითქოს ისინი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენდნენ და რომელიც ვერც  ,,ამ ჭაობში'' პორტის აშენების მიზანშეწონილებას ხედავდა. იგი ავანტიურად  აფასებდა  მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოწყებულ ამ უდიდეს საქმეს, რომლის შედეგებს მისი ჩანაფიქრით რამდენიმე წელიწადში სრულიად უნდა შეეცვალა საქართველოს ეკონომიკა და… გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. 
 
დღეს ანაკლიის პორტით ივანიშვილის ხელდასხმული ხელისუფლება ისე ბაქიბუქობს, თითქოს ქვეყნის სათავეში მოსვლამდე და შემდგომ პერიოდშიც  ამ საკითხს  არასერიოზულ იდეას არ უწოდებდა და ლამის  სააკაშვილის მმართველობის ,,მანკიერი სტილის'' დამადასტურებელ მთავარ არგუმენტად მოყავდა იდეა დაჭაობებულ ტერიტორიაზე პორტისა და  ქალაქის აშენებისა, რომელიც უნდა გამხდარიყო რეგიონალური სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი. 
 
რაცა შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილის რეაქციას ამ ნიჰილიზმზე,  იგი  მიესალმებოდა, თუ    ახალი მთავრობა პროექტს ნებისმიერი სხვა სახელით, თუნდაც  ”ნიუ ჭორვილას”  სახელით  განახორციელებდა. ~
 
ხელისუფლებამ, როგორც იქნა გაიარა გზა ანაკლიის პორტის  პროექტის მიხეილ სააკაშვილთან უპერსპექტივო ჯიბრით უარყოფიდან – მის მითვისებამდე და დარისპანივით დაატარებს პროექტს მთელ მსოფლიოში  და თავის სამარკო   ნომრად ათამაშებს სხადასხვა კონფერენციებსა და შეხვედრებზე., თუმცა ვერ იქნა და ვერ მოაბა თავი მისი განხორციელების დროულად დაწყებას –  არაერთგზის დასახელებული თარიღები ყოველთვის გადავადდა , ბოლო ვერსიით მტავრობის განცხადებით ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმდინარე  წლის 20 დეკემბერს დაიწყება, თუმცა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აგვისტოში თქვა, რომ ანაკლიამდე ახალი გზისა და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს.
 
 
,, ანაკლიის პორტი  მშენებლობის დაწყებიდან ანუ 20 დეკემბრიდან 3 წელიწადში შეძლებს პირველი გემების მიღებას , – ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო "რედისონში", "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებისთვის ანაკლიის პორტის პროექტის გაცნობას.
 
შეხვედრაზე  ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგულმა ანაკლიის პორტისა და "ანაკლია სითის" პროექტები დადებითად შეაფასა და მათ პალატის წევრებისთვის, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი უწოდა.
"ანაკლიის პორტის და "ანაკლია სითის" პროექტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ტვირთების გადაზიდვა მოხდეს ევროპაში ზღვის მეშვეობით", – განაცხადა მან. 
 
მაიკლ ქაუგული თავისუფალია სააკაშვილთან ჯიბრის  კომპლექსებისგან,  ისევე,  როგორც ხელისუფლებაა თავისუფალი,   როგორც მინიმუმ, უხერხულობისგან,  რომელსაც ნებისმიერ თავმოყვარე ადამიანს და მით უფრო ხლისუფლებას აღუძრავდა მიხეილ სააკაშვილის იდეებისადმი (არა მხოლოდ ანაკლიის პორტის საკითხში)  დამოკიდებულებების გაუთავებელი მეტამორფოზები  ივანიშვილის განსაზღვრული კონიუნქტურის კარნახით. 
 
 
 

 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...