მთავარისიახლეებიეკონომიკაბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ნახევარს შესაძლოა მოძრაობა აეკრძალოს

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ნახევარს შესაძლოა მოძრაობა აეკრძალოს

Published on

ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების 50% გაჩერდეს, რამდენადაც ისინი ვერ პასუხობენ   ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებს.
 
ავტოგაზზე მომუშავე ტრანსპორტის მფლბელების გარდა, ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ბუნებრივი აირის ბიზნესს, რადგან  ტექდათვალიერების ამოქმედება ავტოგაზის მოხმარებას შეამცირებს“.- ამის სეახებ ვერ დააკმაყოფილებს- ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა ,,რადიო პალიტრისათვის მიცემულ ინტერვიუში. 
 
„ბუნებრივ აირს დაახლოებით 350-370 ათასი ავტომფლობელი მოიხმარს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ტექდათვალიერების პროცესი იმ ფორმით წავიდა, რა ფორმითაც მიდის, ბუნებრივი აირის მოხმარება შემცირდება, რაც ბუნებრივი აირის კომპანიებზე ნეგატიურად იმოქმედებს, რადგან ამ სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული. საუბარია, დაახლოებით, 400-500 ათას დოლარზე, რაც ხშირ შემთხვევაში საბანკო კრედიტებთან არის დაკავშირებული. ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ,. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილების ნახევარი გაჩერდა, ზოგადად ავტოგაზის ბიზნესს სერიოზული საფრთხე დაემუქრება“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.
 
სპეციალისტების დიდი ნაწილი აირბალონზე ავტომობილის მუშაობის წინააღმდეგია, რადგან სახიფათოად მიაჩნია და , არც მნიშვნელოვან ეკონომიას იძლევა. 
„ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილს გამონაბოლქვი არ აქვს, წვის პროდუქტი კარგი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ სახიფათოა ბალონის ექსპლუატაცია, რადგან დამონტაჟებულია კუსტარულად და ვადის ამოწურვის შემდეგ არავინ ცვლის ბალონს. გარდა ამისა გაზი აზიანებს ავტომობილის ძრავს“, – აცხადებენ ისინი, მაგრამ ამავე დროს მიაჩნიათ, რომ დასახვეწია ინსპექტირების მეთოდები, რადან ვიზუალური დათვალიერება არკმარა იისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს შესაძლოა თუ არა გაზის გაჟონვა ბალონიდან, რაც ტექდათვალიერების დროს კორუფციის  წყაროდ შეიძლება იქცეს.  
 ​აირბალონებზე მომუშავე ავტომობილებთან დაკავშირებით გავრცელდა  არაერთი განცხადება, რომელიც   ასეთი ავტომობილების შემოწმების გამკაცრებას და ქულების დაკლებას შეეხებოდა, თუმცა არავინ უარყოფს, რომ  ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება აუცილებელია და თავის დროზე მისი გაუქმება არასწორი ნაბიჯი იყო.
„თავიდან კორუფციის გამო გაუქმდა, კორუფცია უნდა მოესპოთ და არა ტექდათვალიერება, ამასთან უნდა მოხდარიყო უფრო ზუსტად გაწერა იმისა, რა შემთხვევაში და რა ტექნიკური მაჩვენებლებით უნდაიქნას მიღებული გადაწყვეტილება აიკრძალოს თუ არა გაზზე მომუშავე ამა თუ იმ კონკრეტული ავტომობილის ექსპლუატაცია'' – აცხადებენ ისინი. 
 
შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, 24 და მეტი წლის სატრანსპორტო საშუალებების პირველადი ინსპექტირების ვადა 2017 წლის 1 იანვარია. 20-23 წლის ავტომობილებისათვის ვადა 2017 წლის 1 ივნისამდე განისაზღვრა. 17-19 წლის ავტომობილებისთვის – 2018 წლის 1 იანვარი. რაც ეხება 14-16 წლის  გაზზე მომუშვე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ინსპექტირების საბოლოო ვადას, ეს თარიღი 2018 წლის 1 ივნისია. 11-13 წლის ავტომობილების – 2019 წლის 1 იანვარი, ხოლო 1-10 წლის ავტომობილებისთვის – 2019 წლის 1 ივნისი.

 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...