მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე დიმიტრი: ,,პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით აქვს კითხვები და...

მეუფე დიმიტრი: ,,პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით აქვს კითხვები და მოხარული იქნება, თუკი იგი უდანაშაულო აღმოჩნდება”

Published on

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა  მეუფე დიმიტრიმ და დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ ცოტახნის წინ  დატოვე ე.წ. მატროსოვის ციხე , სადაც მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულეს. 
 
ისინი სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში  ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. 
 
 შეხვედრის დასრულების შემდეგ  მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს  და „მისი სულიერი მდგომარეობა კი დათრგუნულია“.
 
მეუფის განცხადებით, დეკანოზთან თან დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ცნობილი იყო პატრიარქისთვის. მისი განცხადებით, უწმინდესი ინფორმირებულია ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებითაც. ამ კონტექსტში საუბრისას მეუფემ ისიც განაცხადა, რომ პატრიარქს საქმესთან დაკავშირებით აქვს კითხვები და რომ ის მოხარული იქნება, თუკი აღნიშნულ საკითხზე დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულო აღმოჩნდება.
 
 მეუფე დიმიტრი შეეხო ამ საქმესტან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც. 
იგი აბსურდულსა და სასაცილოს უწოდებს პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას  და  ისაუბრა იმ პროცედურებზე რომელიც პატრიარქის ანდერძს უკავშირდება. 
მეუფის განმარტებით, ანდერძი უბრალოდ პატრიარქის ერთი ხმაა, რეალურად კი გადაწყვეტილებას მოსაყდრის მიერ მოწვეული კრება იღებს. 
 
მეუფე დიმიტრის თქმით, არ არსებობს არანაირი ქამარი და გასაღები, რომელზე წვდომაც მხოლოდ სოსო ოხანაშვილს აქვს. 

„ბოლოს ვნახე ტარას შავშიშვილის განცხადება და გამაოგნა, რომ ვითომ პატრიარქს ქამარი აქვს და რომ ამ ქამარზე სეიფის გასაღები ჰკიდია, რომელზეც ხელი მხოლოდ სოსო ოხანაშვილს მიუწვდება. ამ სეიფში კი ანდერძია. ეს ყველაფერი უცნაურია, ასეთი რამ მე ზღაპრებში წამიკითხავს, ეს იმდენად სასაცილო რამეა და მოგონილი თემაა. პატრიარქი ტოვებს ანდერძს, ხოლო ეს არის მისი ერთი ხმა. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევაში, როდესაც ხდება მოსაყდრის არჩევა, ეს მოსაყდრე იწვევს კრებას პატრიარქის ასარჩევად და მიწას უნდა მიაბაროს გარდაცვლილი. ეს არის სულ მისი ფუნქცია და ეს არის თუ არა სოსო ოხანაშვილთან შეთანხმებული, ამაზე ვერაფერს გეტყვით“ – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.
 
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...