მთავარისიახლეებისაზოგადოებამამაკაცის საპენსიო ასაკის ქალის საპენსიო ასაკთან გათანაბრება და 65 წლიდან 60 წლამდე...

მამაკაცის საპენსიო ასაკის ქალის საპენსიო ასაკთან გათანაბრება და 65 წლიდან 60 წლამდე შემცირების ინიციატივა – პოპულიზმი თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი?

Published on

მამაკაცის საპენსიო ასაკის ქალის საპენსიო ასაკთან გათანაბრებასა და 65 წლიდან 60 წლამდე შემცირების ინიციატივა პოპულიზმად შეფასდა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა დღევანელ სხდომაზე.  
 
 ყველა განვითარებულ ქვეყანაში დებატები საპენსიო ასაკის გაზრდის თაობაზე მიმდინარეობს, რადგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება. ამასთან, “როცა ნაკლები ახალგაზრდაა, მეტი მოხუცია და პენსიაზე ამდენი ადამიანის  ადრე გასვლა ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. – ასეთია კომიტერის იმ წევრების არგუმენტი, რმელთა არ მოიწონესესსაკანონმდებლო ინიციატივა. 
 
“ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებით წავიდეთ და დროებითი, პოპულისტური უკუგების მიღების მიზნით, მომავალი თაობები კრახის წინაშე დავაყენოთ. პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადების რეალური არსი ეს არის. ევროპის ბევრ ქვეყანაში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 67 წლამდე იზრდება. საქართველოში საპენსიო ასაკს არ ვზრდით. რატომ უნდა ვუბიძგოთ ადამიანებს საპენსიო ასაკში ადრე გასვლა, ნაცვლად იმისა, რომ მათ უკეთესი მომზადება, დასაქმება და ღირსეული ცხოვრება შევთავაზოთ?“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. 
 
წინადადება პარლამენტში  შეიტანა პოლიტიკურმა გაერთიანება “ახალმა საქართველომ “, გაერთიანების ლიდერმა კომიტეტის ეს არგუმენტი უსაფუძვლოდ შეაფასა:  ეს ინიციტივა არ არის პოპულისტური, რასაც “ახალი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიაც ადასტურებს –  ჩვენ კამპანიის ფარგლებში პენსიაზე არ გვისაუბრია, თუმცა  ამას ხელი არ შეუშლია კომიტეტისთვის პოპუისობაში დაედო ჩვენთვის ბრალი. , ჩვენი წინადადება მოსახლეობის წინაშე მდგარი მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრის ხელშემწყობი პირობაა – განაცხადა მან.
 

სიახლეები

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მეუფე საბა სოციალურ ქსელში...

რა მოხდება რეალურად, თუ ყველა ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა – გიორგი ლუბარეცკის ანალიზი

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.  "საზღვარგარეთ...

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის...

უკრაინაში მოკლეს კუბელი მოხალისე, რომელიც ოკუპანტთა მხარეს საომრად აფხაზეთიდან ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ნოემბერს დაკრძალავენ ვალდეს რივერო ხუან კარლოსს, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და...