მთავარისიახლეებიუკრაინა,,კარავში პირველად ოდესაში ვიცხოვრე, ახლა კი მეორე შემთხვევაა. პირველად ჩვენ გზა ავაშენეთ,...

,,კარავში პირველად ოდესაში ვიცხოვრე, ახლა კი მეორე შემთხვევაა. პირველად ჩვენ გზა ავაშენეთ, ამჯერად კი უკრაინული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ”

Published on

უკრაინული მედიის  ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტთან, კარვების ქალქში ,,დასახლდა''.
 
წუხანდელი ღამე მან კარავში გაატარა, ისევე როგორც მისმა ასეულობით ხარდამჭერმა,  რომელიც ფეხს მოცვლას არ აპირებს 7 ნოემბრამდე, როცა უმაღლესმა რადამ უნდა შეასრულოს დაპირება და მიიღოს სამი კანონი, როგორც პირველი ნაბიჯი სისტემის შეცვლისთვის.
 
კარვების ქალაქში აცხადებენ, რომ 7 ნოემბერი დაშლის პირობითი თარიღია, რადგან თუ პარლამენტმა ისევ ,,გადააგდო'' ხალხი, ისინი არსად წავლენ აქედან, მიუხედვად იმისა, რომ ღამის კიევში ძლიერი ყინვები დაიწყო.   ,,ეს ჩვენთვის ახალი არ არის,  და თუ ხელისუფლება ცდილობს ცრუ დაპირებებით გაიყვანოს დრო  იმ იმედით, რომ ზამთარი გამოგვდევნის კარვებიდან, ძალიან ცდება, აქ ძირითადად მაიდანგამოვლილი ხალხი ვართ… ''
 
 მიხეილ სააკაშვილმა  წუხელ თავის კარავში სამუშაო თათბირი ჩაატარა და დღეს  საღამოსთვის  კონსტიტუციის მოედანზე ლექცია დანიშნა. „ჩვენ ვისაუბრებთ სისტემის შეცვლაზე და იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ უკრაინა იმ პერიოდისთვის, როდესაც ხელისუფლებაში ოლიგარქები აღარ იქნებიან. ჩვენ აქ ბევრი ასეთი ლექცია – სემინარი გვექნება, მოვლენ ადამიანები, ისაუბრებენ თავიანთ პრობლემებზე, უკრაინის მომავლის ხედვაზე.  ჩვენ აქ ალტერნატიული იდეების გუმბათს შევქმნით“, – განაცხადა მან.
 
 
 
რაც შეეხება კარავში ცხოვრების პირობებს, მიხეილ სააკაშვილისთვის აქ უცხო არაფერია – როგორც თავად აცხადებს, თბილად აცვია,  ხალხთან არის და სხვა არც არაფერი სჭირდება. 
„ეს ის კარავია, რომელშიც  ოდესასთან ავტომაგისტრალის მშენებლობის დროს ვცხოვრობდი.  კარავში პირველად მაშინ ვიცხოვრე, ახლა კი მეორე შემთხვევაა. პირველად ჩვენ გზა ავაშენეთ, ამჯერად კი უკრაინული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, – აღნიშნა მან მედიასთან საუბარში და  ხალისიანად შეიპატიჟა  ჟურნალისტები კარავში სიტყვებით: ,,აი, ჩემი ახალი საპრეზიდენტო ნომერი''.
 
 
ამასობაში კი  უკრაინის გენპროკურორი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესის დაწყებაზე საუბრობს ყველა იმ დადგენილების საწინააღმდეგოდ, რომელიც გენპროკურატურას აქამდე ჰქონდა მიღებული   მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის არგადაცემასტან დაკავშირებით საამისო საფუძვლის უქონლობის გამო.
 
როგორც ჩანს, პოროშენკოს რეჟიმს განჭვრეტილი აქვს, რა შეიძლება მოყვეს პარლამენტის მიერ დადებული პირობის დარღვევას და  მიხეილ სააკაშვილისა და მასთან კოსნოლიდირებულ პოლიტიკოსთა მიერ წამოყენებული მოთხოვნების იგნორირებას  7 ნოემბერის სხდომაზე, რომელზედაც უნდა დამტკიცდეს კანონები ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის, დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ. ამიტომ საიმიგრაციო სამსახურისა და გენპროკურორის განცხადებებით ცდილობს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მიხეილ სააკაშვილის, როგორც ამ სახალხო მოძრაობის მთავარი პოლიტიკური ფიგურის, უკრაინაში დარჩენისა და ბრძოლის პერსპექტივა.
 
ახლო მომავალი გვიჩვენებს,  რა მწიფდება ,,ალტერნატიულ იდეების ახალ გუმბათქვეშ'', რა ქარიშხალი დაჰბერავს იქიდან და,  როგორც  სოციალურ ქსელებში და ოპოზიციურ მედიაში წერენ:  ,,ვისი აჯობებს – პოროშენკოს ქისა თუ ,,მიხომაიდნის'' სულისკვეთება'' 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე...

ღარიბაშვილის ბოიკოტი -ის სასამართლო პროცესს არ ესწრება

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა და 19 ოქტომბერს...

ტრამპი ცდილობს, უკრაინა აიძულოს, რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, უკრაინა რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე...

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მიმართავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის შემდეგ მოსახლეობას მიმართავს. პრეზიდენტის...