მთავარისიახლეებიკონფლიქტებისპეცოპერაცია ფიჩორში. დაკავებულია ოკუპირებული აფხაზეთის გენპროკურატურის მიერ 2003 წლიდან ძებნილი კობა ოკუჯავა

სპეცოპერაცია ფიჩორში. დაკავებულია ოკუპირებული აფხაზეთის გენპროკურატურის მიერ 2003 წლიდან ძებნილი კობა ოკუჯავა

Published on

გალის რაიონის სოფელ ფიჩორში 16 ოქტომბერს განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სოფელ  გაგიდას მცხოვრები კობა ოკუჯავა.
სპეცოპერაცია განხორციელდა ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურისა და შს სამინისტროს გალის განყოფილების თამაშრომლების მიერ.  – ინფორმაციას ამის შესახებ ,, აფსნილაიფი'' ავრცელებს. 
 
გენერალური პროკურატურის განცხადებით, კობა ოკუჯავა  ჯერ კიდევ 2003 წლიდან იძებნებოდა როგორც  ,,მკვლელობაში, გატაცებასა და ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი და ,ქართული ბანდფორმირების ერთერთი წევრი''.
აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კობა ოკუჯავა  ეჭვმიტანილია  2000 წლის ნოემბერში  მომხდარ გახმაურებულ თავადასხმაში. 
 
საუბარია სოფელ ჭუბურხინჯში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე, რომელშიც  იმ დროისათვის დაუდგენელი 11პირი მონაწილეობდა. ჯგუფი თავს დაესხა ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულის მცხოვრებთ, რასაც ემსხვერპლა ამ სოფლის მკვიდრი, მოქალაქე ბუავა, ხოლო შემდეგ გამოსასყიდის მიზნით მძევლად გაიტაცა მისი გულრიფშელი  სტუმარი. 
 
დე ფაქტო სამინისტროს განცხადებით, კობა ოკუჯავა ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.

 

 


 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...