მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრა რულოვსის ლექცია თსუ-ში საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე გამოწვევებზე

სანდრა რულოვსის ლექცია თსუ-ში საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე გამოწვევებზე

Published on

გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიისა და სამედიცინო ანთროპოლოგიის საკითხები – ასეთია თემა ლექციისა, რომელიც  საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა სანდრა რულოვსმა წაიკითხა თსუ-ში,  სამაგისტრო სწავლების სტუდენტებისთვის  ნორვეგიიდან და საქართველოდან.
,, ძალიან საინტერესო ინტერაქტიული ორი საათი გავატარე მათთან.  '' – წერს ლედი სანდრა რულოვსი თავის ფეისბუქგვერდზე.
 
 
სამაგისტრო პროგრამა ერთობლივი პროექტის „საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ ფარგლებში შემუშავდა. პროექტი  ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU) ევრაზიასთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამართული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. . პროექტის კოორდინატორი ნორვეგიაში _ ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტია, ხოლო საქართველოში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ამას გარდა, პროექტში მონაწილეობენ: საქართველოს უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ორგანიზაცია:„კონსულტირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციები“.
 
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რეგისტრებზე დაფუძნებული ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული ცოდნის ტრანსფერი ნორვეგიიდან საქართველოში.
 
 
სამაგისტრო პროგრამაზე, „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ სწავლების ენა ინგლისურია. სტუდენტებს ლექციებს თსუ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის პროფესორები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მოწვეული სპეციალისტები უტარებენ. 
 
პროგრამის კოორდინატორები თვლიან, რომ საქართველოს პირველი ლედის ცოდნა და გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი  სპეციალისტების მომზადებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები ექნებათ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდაა აუცილებელი.
 
როგორც თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ასოცირებული პროფესორი და ამავე დროს პროექტის ,,საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში" საქართველოს კოორდინატორინინო ჩიხლაძე განმარტავს, სამაგისტრო პროგრამა მიზნად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ახალი თაობის მომზადებას ისახავს. 
 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...