მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა საქართველოსთან ”საზღვრის“ არალეგალური გადაკვეთისთვის 15 უხოელი მოქალაქე...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა საქართველოსთან ”საზღვრის“ არალეგალური გადაკვეთისთვის 15 უხოელი მოქალაქე დააკავა

Published on

„აფსნიპრესის“ ცნობით,  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა საქართველოსთან „სახელმწიფო საზღვრის“ არალეგალური გადაკვეთისთვის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების 15 მოქალაქე დააკავა. 
 
„სექტემბერში საქართველოსთან საზღვარზე ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეების რამდენიმე ჯგუფმა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სცადა. დაკავებულია 15 პირი. ისინი ეგვიპტეს, სომალის, იემენისა და სუდანის მოქალაქეები არიან. ორ პირს არანაირი საბუთი არ გააჩნია. ისინი სხვადასხვა დროს საქართველოში ჩავიდნენ, საიდანაც არალეგალურად რუსეთში და ევროპაში მოხვედრა სურდათ“, – განაცხადა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა ასლან სალაყაიამ.
 
„აფსნიპრესის“ ცნობით, გამოძიების დასრულების შემდეგ, დაკავებულთა საქმეები დე-ფაქტო სასამართლოში იქნება გადაცემული. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...