მთავარისიახლეებისაზოგადოებაგოგონა ზუგდიდიდან და... სხვა პლანეტიდან

გოგონა ზუგდიდიდან და… სხვა პლანეტიდან [Video]

Published on

ათი წლის ზუგდიდელი გოგონა  მარიამ შონია  ,,ნიჭიერის'' კონკურსანტია.
 
,,გოგონა სხვა პლანეტიდან'', ,,გოგონა სიმღერისადმი არაბავშვური მიდგომით''… ,,დაუჯერებელი ვოკალი'' – ასეთია ჟიურის შეფასებები, რომელიც მარიამმა პირველივე ტურში დაიმსახურა.
 
ისინი ერთსულოვნად აღნიშნავენ მისი ვოკალის თავისებურებას, რომელიც ერთდროულად საესტრადო და   საოპერო სიმაღლეებს წვდება.
 
ამდენად ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ თავისი უნდა მიეზღოს მათ,  ვინც გოგონას დებიუტისთვის  ,,ნიჭიერში'' ,,Summer time'' – ის   შესრულება ურჩია. ჯორჯ  გერშვინის ეს სიმღერა  ,,პორგი და ბესიდან'', ოპერიდან,  რომელიც პოპულარულ მუსიკაზეა აგებული,   ზედმიწევნით მიესადაგება გოგონას განსხვავებულ ვოკალს. 
 
მარიამ შონია უდაოდ  აღმოჩენააა წლევანდელ ,,ნიჭიერში'' 
 
,,ოდიში ნიუსი'' წარმატებებს უსურვებს პატარა მომღერალს  ასაკისთვის უჩვეულო, იშვიათი  ვოკალით.

 

 

 

 

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...