მთავარისიახლეებისამართალიქურდობა მოხდა ზუგდიდში, ქირიას ქუჩაზე

ქურდობა მოხდა ზუგდიდში, ქირიას ქუჩაზე

Published on

ზუგდიდში,  ქირიას ქუჩა #18 მდებარე სუპერმარკეტი გაქურდეს. როგორც მაღაზიის მეპატრონე  როინ აშორდია აცხადებს,  მაღაზია წგუშინ, გვიან ღამით  დაკეტა,  ამ დილით კი რკინის კარები გატეხილი დახვდა. მისი თქმით, წაღებულია პროდუქტები და ,,თი ბი სი" ბანკის ჩასარიცხი აპარატი.
ამ რამდენიმე წუთის წინ ჩასარიცხი აპარატი მაღაზიის მახლობლად მცხოვრები მეზობლის უკანა ეზოში იპოვეს. სახლის პატრონისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა აპარატი  მის ეზოში. 
აღსანიშნავია, რომ თახნის ჩასარიცხი აპარატი რამდენიმე თვის წინ  წინამდებარე მაღაზიიდანაც   მოიპარეს.
ადგილზე დილიდანვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. 
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.
 

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...