მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

,,ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

Published on

,,ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. 
 
პარტიის  პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც მეორე ტურში გასული კანდიდატებიც გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია ესწრებოდნენ, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა  მსჯელობა რეგიონულ მუნიციპალიტეტებში მეორე ტურებში მონაწილეობის მიზანშეწონილობაზე და ბოლოს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული  იმ მოტივით, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა და ძალდატანებით ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურები კიდევ უფრო უსამართლო იქნება.
 
 
პარტიაში ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებები იყო და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება შიდაპარტიული კრიტიკის საგანი გახდა. 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როცა ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში ბრძოლა დათმო.
 
მისი აზრით, პარტიის რესურსები მეორე ტურზე უნდა მიმართულიყო. „ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. პარტიის მთელი რესურსი უნდა მიგვემართა მეორე ტურზე. გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოვახდენდით. ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე .
 
”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მერების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედვად, ქუთაისსა და მარტვილში არჩევნების მორიგი რაუნდი მაინც გაიმართება. შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი. – აცხადებენ ცესკოში.
 

ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უახლოესი 4 დღის განმავლობაში კიდევ ერთი პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მთავარი განხილვის საკითხი პარტიის სამოქმედო გეგმა იქნება.
 
პარტიაში აცხადებენ, რომ განიხილება ყველანაირი გზა, რაც კონსტიტუციურად დაშვებულია, მათ შორის ქუჩის მშვიდობიანი აქციები.
პარტიის წევთა ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართება თითქმის ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან, რათა უმცირესობამ ერთიანი ძალებით მოახერხოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. 
 
პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას არ გამორიცხავს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, საიდანაც შეძლებს მმართველ პარტიას დისკომფორტი შეუქმნას. 
 
მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები იაქტიურებენ საკრებულოშიც, პარლამენტშიც და საჭიროების შემთხვევაში – ქუჩაშიც. 

სიახლეები

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ...

შსს-ს თანამშრომელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი სუიციდზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა...

ელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ე.წ. ქოლცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან...

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...