მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა დანელია: მე მზად ვიყავი მეორე ტურისთვის, მაგრამ თავს ვიკავებ იმის...

მამუკა დანელია: მე მზად ვიყავი მეორე ტურისთვის, მაგრამ თავს ვიკავებ იმის გამო, რომ ჩემს მხარდამჭერებს ავარიდო ხელისუფლების ზეწოლა

Published on

 მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია, რომელმაც მიუხედავად დიდ წინაღობებისა, ძლიერი კონკურენცია გაუწია მმართველი პარტიის კანდიდატს, მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.  
 
გრიგოლ ვაშაძის გარდა ის ერთადერთი კანდიდატია ,,ნაციონალური მოძრაობიდან'', რომელმაც პირველივე ტურში გამარჯვების გეგმები ჩაუშალა ოცნებას და მის კანდიდატს, ამასთან ამომრჩეველზეე არნახული ზეწოლისა და დაღვევების ფონზე  საკმაოდ  მაღალი შედეგები უჩვენა.
 
დღეს დილიდან  მისი მხარდამჭერები მარტვილში  ,,ოდიში ნიუთან'' საუბარში ადასტურებდნენ მზაობას ებრძოლათ მეორე ტურში, მაგრამ, როგორც ცნობილი გახდა პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად  მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ.
 
მამუკა დანელიამ მადლობა გადაუხადა  მარტვილელ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და ამასთან განმარტა მიზეზბი, რომელთა გამო იგი მეორე ტურში კენჭს აღარ იყრის.
 
 მისი განცხადებით, იგი ეთანხმება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და, თუმცა პირადად მზად იყო მეორე ტურისთვის, თავს იკავებს იმის გამო, რომ მის მხარდამჭერებზე არ განხორციელდეს ზეწოლა.
 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...