მთავარისიახლეებიუკრაინაკობა ნაყოფიას უკრაინაში შესვლა სამი წლით აეკრძალა

კობა ნაყოფიას უკრაინაში შესვლა სამი წლით აეკრძალა

Published on

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს  კობა ნაყოფიას ქვეყანაში შესვლა სამი წლის ვადით აუკრძალა, – ინფორმაციას ამის შესახებ უწყების  წარმომადგენელზე დაყრდნობით „უკრაინსკაია პრავდა“  ავრცელებს. 
 
გამოცემის წერილობითი  შეკითხვის პასუხად უსაფრთხოების სამსახურის მიერ  მიწერილ პასუხში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 12 ოქტომბერს, იხელმძღვანელა რა უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებიდან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ზომებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამი წლით აუკრძალოს კობა ნაყოფიას ქვეყანაში შესვლა“.
 
შეგახსენებთ, 15 ოქტომბერს  პარლამენტარი კობა ნაყოფია კიევში, ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს ისე, რომ მიზეზი არ განუმარტავთ და უკან, თბილისში დაბრუნება მოსთხოვეს. დეპუტატმა ამაზე უარი განაცხადა და აეროპორტის ე.წ.ლაუნჯ ზონაში დარჩა. რადას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და სამართალდამცველებმა კობა ნაყოფიას კიევში არშეშვება პოროშენკოს რეჟიის მხრიდან ადამიანის უფლებისა და დიპლომატიური ეტიკეტის უხეშ დარღვევად შეაფასეს, თუმცა ამან ვერ შეაკავა პორშენკო, რომელიც ისტერიულად დევნის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებს.   უუსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი გადაწყვეტილებაც სამი დღის წინათ  კიდევ სამი ქართველი მოქალაქის დეპორტაციასთან ერთად ამ ისტერიას ადასტურებს. 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...