მთავარისიახლეებისაზოგადოება,,იმ მომენტში უკვე ყველა იმით ვიყავით კმაყოფილი, რომ სიცოცხლე შევინარჩუნეთ“ - ,,ჩიხურას''...

,,იმ მომენტში უკვე ყველა იმით ვიყავით კმაყოფილი, რომ სიცოცხლე შევინარჩუნეთ“ – ,,ჩიხურას” ფეხბურთელები ავარიაში მოყვნენ

Published on

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, საჩხერის ”ჩიხურას” მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. კლუბის კუთვნილი მიკროავტობუსი ხაშურთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

ავტობუსში კლუბის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომელებიც გასვლითი მატჩიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

მიკროავტობუსში მყოფ პირებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. დაშავებული ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება შედარებით მძიმედ დაშავებულ  გუნდის კაპიტანს შოთა კაშიას, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი, უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. ექიმების პროგნოზით დაშავებული ფეხბურთელი თამაშის გაგრძელებას რამდენიმე თვეში შეძლებს.

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პაციენტი იმყოფება პოსტოპერაციულ პალატაში, თავს გრძნობს კარგად. ხვალ გაეწერება ამბოლატორიულ მკურნალობაზე,“ – განაცხადა ტრავმატოლოგმა დავით ზაქრაძემ.

 

„რომ გადმოვედით მანქანიდან და შევხედეთ მანქანას, მეტი არაფერზე იყო ფიქრი, მთავარი იყო, რომ გადავრჩით. დასანანია, რომ ასეთი ტრავმა მოუვიდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში უკვე ყველა იმით ვიყავით კმაყოფილი, რომ სიცოცხლე შევინარჩუნეთ,“ – განაცხადა საჩხერის ”ჩიხურას” ფეხბურთელმა ბაჩანა ცხადაძემ. .

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...