როგორი იქნება ზუგდიდის საკრებულოს შემადგენლობა? [Video]

0
415
ზუგდიდის # 67 საოლქო საარჩევნო კომისიაში, ყველა უბნის მონაცემები უკვე დათვლილია.
 
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი აცხადებს, ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა. 
ბოლო მონაცემების მიხედვით, საარჩევნო ბარიერი გადალახა მხოლოდ სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ესენია: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , ევროპული საქართველო" და,,ქართული ოცნება".
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შევა, თუმცა ვინ რამდენი მანდატით, ამის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია, – პარტიების პროცენტული მაჩვენებლები ჯერ  არ არის გამოთვლილი,არ არის შედგენილი ოლქის შემაჯამებელი ოქმი , ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვით, ვის რამდენი მანდატი ექნება-  განაცხადა ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა  მესხმა.
მისივე ცნობით, საკრებულოს მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება ოპოზიციური პარტიიდან. ანაკლიის საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, დანარჩენ უბნებზე მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს გამარჯვება", 

 
თავის მხრივ ,,ევროპულ საქართველოს" უკვე დაახლოებით დათვლილი აქვს,  თუ რამდენი მანდატით იქნება ზუგდიდის საკრებულოში წარმოდგენილი. 
,,ჩვენ დათვლილი გვაქვს, იმ ფორმულით, რა ფორმულითაც  ცესკო ითვლის, და ევროპული საქართველო ორ დეპუტატს შეიყვანს ზუგდიდის საკრებულოში, ბათლომე შელიას და მე"- განაცხადა ევროპული საქრთველოს სიის მეორე ნომერმა ირაკლი ღურწკაიამ.
 
,,ნაციონალური მოძრაობის " ზუგდიდის ორგანიზაციაში კი პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არ იმყოფებოდა, ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა ადგილზე კი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.  მოგვიანებით ანა წითლიძესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მათთვის ჯერ უცნობია როგორ გადანაწილდება მანდატები და საბოლოო შემაჯამებელ ოქმს დაელოდებიან. იგი დასძენს, რომ  არჩევნები სუსის სპეცოპერაციით ჩატარდა და რამოდენიმე ოქმის გასაჩივრებას აპირებენ:
,, ეს არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო სუსის სპეცოპერაცია, ჩვენ ველოდებით ყველა ოქმის ატვირთვას და შემდეგ გავასაჩივრებთ  უბნების მონაცემებს, თუმცა არა მგონია, ამან  არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს".-აცხადებს წითლიძე.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი საქართველოოს მასშტაბით 21 ოქტომბერს ჩატარდა.ზუგდიდის საკრებულო 50 წევრისგან დაკომპლექტდება, აქედან 20 პროპორციული სიით დანარჩენი 30 კი მაჟორიტარული სისტემით.
წინასწარი მონაცემებით ზუგდდის საკრებულოში ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა  4  პროპორციული და 1 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ევროპული საქართელოს მანდატების რაოდენობა 2-ით განისაზღვრა, ხოლო  ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 43 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
 
რაც შეეხება ქალაქის მერის არჩევნებს, არსებული მონაცემებით ქართული ოცნების კანდიდატმა ლაშა გოგიამ გაიმარჯვა.
 

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: „პეტრო პოროშენკო იაფფასიანი „მაფიოზივით“ იქცევა, ის ბოლო გაფრთხილებას“ მაძლევს, მაგრამ უკრაინელ ხალხს ვერ შეაჩერებს“
შემდეგი სტატიაუკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავენ და შეეცდებიან, მეზობელ სახელმწიფოში შესვლისა და გადაადგილების უფლება ადვოკატების დახმარებით მოიპოვონ.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური