მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოროშენკო მიხეილ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას უტევს - ადამიანის გატაცება, როგორც ოლიგარქის ცხოვრების...

პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას უტევს – ადამიანის გატაცება, როგორც ოლიგარქის ცხოვრების წესი

Published on

საქართველოს პრეზიდენტის, უკრაინის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილი გარემოცვის სამი წევრი გაიტაცეს, სცემეს და საქართველოში გააგზავნეს
 
,,ირკვევა, რომ ჩემი მეგობარი, დონბასის ომის გმირი დავით მაყიშვილი, ჩემი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძე და საქართველოში ჩემი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი ქუჩაში გაიტაცეს, სცემეს და საქართველოში გააგზავნეს, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
ეს ამბავი გუშინ მოხდა.
 
„ჩემი მეგობარი, ქართული არმიის პოლკოვნიკი და უკრაინის აღმოსავლეთში ომის აქტიური მონაწილე, უკრაინის ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორი დავით მაყიშვილი კავშირზე არ გამოდის.
საკუთარი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა ჩემი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძეც. მას სახლში უკრაინელი მეუღლე და ქალიშვილი ელოდებიან.
8 შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში საქართველოში ჩემი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი დააკავა. 
 
პეტრო პოროშენკოს პირადი ბრძანებით ისინი ქუჩაში დააკავეს, სცემეს და სპეციალური რეისით, უკრაინის ეროვნული გვარდიის თვითმფრინავით, თავზე ტომარაჩამოცმულები გააგზავნეს.
 
შსს-მ და უკრაინის უშიშროების სამსახურმა ასეთი უკანონობის შესრულებაზე უარი თქვეს და პრეზიდენტმა პოროშენკომ ეს უკანონო ოპერაცია მის დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს მისცა“, – წერს სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

სიახლეები

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...