მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: „პეტრო პოროშენკო იაფფასიანი „მაფიოზივით“ იქცევა, ის ბოლო გაფრთხილებას“ მაძლევს, მაგრამ...

მიხეილ სააკაშვილი: „პეტრო პოროშენკო იაფფასიანი „მაფიოზივით“ იქცევა, ის ბოლო გაფრთხილებას“ მაძლევს, მაგრამ უკრაინელ ხალხს ვერ შეაჩერებს“

Published on

კიევში, რადასთან, მიხეილ საკაშვილის მიერ რეფორმების მოედნად წოდებულ ტერიტორიაზე  ხალხი იკრიბება. დღეს აქ ხალხმრავალი მიტინგია დაანონსებული.

მიტინგზე ხალხი მიხეილ სააკაშვილის თხოვნით ამჯერად პარტიული დროშების გარეშე, მხოლოდ სახელმწიფო დროშებით  მიდის,  რითაც ხაზი ესმება იმ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალთა ერთიანობას, რომელნიც ჭეშმარიტ რეფორმებს მოითხოვენ ქვეყნისთვის.

 აქციაზე უკვე მივიდნენ სააკაშვილის თანამოაზრე დავით საყვარელიძე, ასევე რადას დეპუტატები ეგორ სობოლევი, იური დერევიანკო, სემიონ სემიონენკო  და ქალაქ გლუხოვის მერი მიშელ ტერეშჩენკო.  წუთი წუთზე მოელიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ დრისათვის კარვების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინული და უცხოური მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პასუხობს. 

 

და აი, აქციაზე მიხეილ სააკაშვილი მივიდა. 

ამ წუთებში  იგი   სიტყვით მიმართავს აქციის მონაწილეებს. იგი უკრაინის განვითარებისათვის  გადაუდებელ ამოცანებზე და იმ უღირს მეთოდებზე საუბრობს, რომლითაც  პეტრო პოროშენკოს რეჟიმი პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძვის.  

ამ კონტექსტში შეეხო იგი  გუშინ განვითარებულ მოვლენებსაც.

„პეტრო პოროშენკო იაფფასიანი „მაფიოზივით“ იქცევა, ის „ბოლო გაფრთხილებას“ მაძლევს. როდესაც მე ოდესაში ვმუშაობდი, მან მოქალაქეობა ჩამოართვა ალექსანდრე ბოროვიკს და ამით მაფრთხილებდა, რომ მეც იგივე მელის. მე არ დავნებდი და მან მოქალაქეობა ჩამომართვა. ახლა მე კიევში ვარ და იჭერენ ჩემი გარემოცვის ყოფილ წევრებს, სცემენ და საქართველოში თავზე ტომარაჩამოცმულებს აგზავნიან. პოროშენკო ისევ მაფრთხილებს, რომ მეც იგივე მელის. მაგრამ მე ამის არ მეშინია – დამაკავონ, მცემონ, მომკლან – უკრაინელ ხალხს ისინი ვერ შეაჩერებენ“, – აცხადებს სააკაშვილი.

 

 

 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...