მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახათის 95-ე და კოკის 51-ე უბნებზე გამარჯვება „ენმ'' - ის კანდიდატმა ლევან...

კახათის 95-ე და კოკის 51-ე უბნებზე გამარჯვება „ენმ” – ის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ მოიპოვა

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ზუგდიდის თემის 84 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, რომელმაც ჯამში  ხმების უმრავლესობა მიიღო, კოკისა და   კახათის საარჩევნო უბნებზე დამარცხდა. 
 
კახათის 95-ე და კოკის 51-ე უბანზე გამარჯვება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან კონჯარიამ მოიპოვა.
 
ზუგდიდის სოფელ კოკის 51-ე საარჩევნო უბანზე სულ რეგისტრირებული 977 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 319-მა. აქედან ლევან კონჯარიას ხმა მისცა 77-მა ამომრჩეველმა, ლაშა გოგიას კი 41-მა. მესამე ადგილზე 32 ხმით დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა გავიდა. 24 ხმა მიიღო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ლელა ქებურიამ. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საერთო ჯამში გაბათილდა 17 ბიულეტენი.
 
ზუგდიდის სოფელ კახათის 95-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1 234 ამომრჩევლიდან გამოცხადდა 401. აქედან ლევან კონჯარიას ხმა მისცა 106-მა ამომრჩეველმა. მეორე ადგილზე 86 ხმით გავიდა ლაშა გოგია, მესამეზე 68 ხმით დომენტი სიჭინავა, მეოთხეზე 28 ხმით ლელა ქებურია. ერთი ხმა მიიღო ამ უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა გოგიტა ბიგვავამ.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...