მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თბილისში არჩევნები წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს'' - აცხადებენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში''

“თბილისში არჩევნები წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს” – აცხადებენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში”

Published on

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პირველადი მონაცემები შეაჯამა.
 
"თბილისში წარმოუდგენელი დარღვევით მიმდინარეობს არჩევნები, აქამდე არ დაფიქსირებულა ასეთი ვითარება.
ირღვევა ხმის ფარულობის პრინციპი.  "ქართული ოცნების" წევრები დგანან უბნებთან და იწერენ ამომრჩევლების საარჩევნო რეგისტრაციის ნომრებს. ამის მიზანია,მოხდეს ზეწოლა ადმინისტრაციულ რესურსზე, რომ გააკონტროლონ, ვინ მივიდა ხმის მისაცემად. ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალა. შეტანილია საჩივრები, მაგრამ ამ წუთამდე ცესკოს ამაზე განცხადება არ გაუკეთებია. მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას, რომ გამოვიდეს და მოახდინოს რეაგირება. ასევე მივმართავთ ამომრჩეველს, მიუხედავად უხეში ზეწოლისა, მიუხედვადა  ამ დარღვევებისა, მივიდნენ და გააკეთონ საკუთარი არჩევანი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა '' – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ბეჯავილის განცხადებით  დაიწერა საჩივრები რამდენიმე დარღვევაზე. დუშეთის მე-13 უბანზე ჯერ კიდევ არ მიუტანიათ ბიულეტინები. ბოლნისში, მე-20 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე თავდასხმა მოხდა. ,,კიდევ ერთი თავდასხმა ჩვენს კანდიდატზე კი, ახალციხეში მოხდა“ – აღნიშნა მან.
 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...