მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არჩევნებზე მივიდა და ხმა ამჯერადაც მარკირების გარეშე მისცა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არჩევნებზე მივიდა და ხმა ამჯერადაც მარკირების გარეშე მისცა

Published on

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ხმა უკვე მისცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
მისი მარკირება ამჯერადაც არ მოუხდენიათ. 
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია განმარტავს, რომ ილია მეორის მარკირება მისი სურვილიდან გამომდინარე არ მოხდა. 

"მე როგორც ვიცი პატრიარქი არც ერთ არჩევნებზე მარკირებას არ იკეთებს. ჩვენ გვქონდა დაცვასთან შეთანხმება, რომ შევთავაზებდით და ამ შემთხვევაში,თუ  მას ექნებოდა სურვილი, გავუკეთებდით მარკირებას. თუმცა არ გავუკეთეთ, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და პატივისცემა გაგვაჩნია და გამოვხატეთ ამით. არ დავაძალეთ და ვენდეთ'' – აცხადებს იგი. 
.საარჩევნო უბანზე პატრიარქის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მისი დაცვის თხოვნით, წინასწარ გაამზადეს ბიულეტენები. უშუალოდ  ხმის მიცემამდე, საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა ილია მეორეს ხელზე აკოცა, რის შემდეგაც პატრიარქი საარჩევნო კაბინაში შევიდა ხმის მისაცემად.
პატრიარქმა წინა არჩევნებზეც მარკირების გარეშე მისცა ხმა.
 
 
 
 

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...