მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არჩევნებზე მივიდა და ხმა ამჯერადაც მარკირების გარეშე მისცა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არჩევნებზე მივიდა და ხმა ამჯერადაც მარკირების გარეშე მისცა

Published on

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ხმა უკვე მისცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
მისი მარკირება ამჯერადაც არ მოუხდენიათ. 
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია განმარტავს, რომ ილია მეორის მარკირება მისი სურვილიდან გამომდინარე არ მოხდა. 

"მე როგორც ვიცი პატრიარქი არც ერთ არჩევნებზე მარკირებას არ იკეთებს. ჩვენ გვქონდა დაცვასთან შეთანხმება, რომ შევთავაზებდით და ამ შემთხვევაში,თუ  მას ექნებოდა სურვილი, გავუკეთებდით მარკირებას. თუმცა არ გავუკეთეთ, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და პატივისცემა გაგვაჩნია და გამოვხატეთ ამით. არ დავაძალეთ და ვენდეთ'' – აცხადებს იგი. 
. .საარჩევნო უბანზე პატრიარქის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მისი დაცვის თხოვნით, წინასწარ გაამზადეს ბიულეტენები. უშუალოდ  ხმის მიცემამდე, საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა ილია მეორეს ხელზე აკოცა, რის შემდეგაც პატრიარქი საარჩევნო კაბინაში შევიდა ხმის მისაცემად.
პატრიარქმა წინა არჩევნებზეც მარკირების გარეშე მისცა ხმა.
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...