მთავარისიახლეებიპოლიტიკამარნეულში ძალოვნების დამატებითი რაზმი ჩაიყვანეს

მარნეულში ძალოვნების დამატებითი რაზმი ჩაიყვანეს

Published on

მარნეულში პოლიციის შენობასთან სპეციალური სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ.. ისინი პოლიციის შენობასთან ორი ე.წ. ყვითელი ავტობუსებით მივიდნენ.  ძალოვნების დამატებითი რაზმი მარნეულში პრევენციის მიზნით ჩაიყვანეს. – ინფრმაციას ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსი'' ავრცელებს
 
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არ გამოჩენილან. 
 
დღეს დილოდან მარნეულში, ისევე , როგორც მთელ წინასაარჩევნო პერიოდში, დაძაბულობაა. 
”ევროპული საქართველო” ”ქართულ ოცნებას” მარნეულში სხვადასხვა სახის დარღვევებში, მათ შორის  ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ”ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „სოფელ ქვემო სარალში მათ ერთ-ერთ მხარდამჭერს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ირქაზიმ აგუბოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ ის ”ევროპული საქართველოს” მხარდამჭერი იყო“. 
”ევროპული საქართველოს” წევრები ამბობენ, რომ სოფელ ქვემო სარალში 58-ე საარჩევნო უბანთან სიტუაციას აკვირდება პოლიციის მაღალჩინოსნის მამა, რაც დარღვევაა. 
 
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ალექსანდრე გიორგაძემ და აღნიშნა, რომ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს. 
რაც შეეხება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერთა მობილიზებას, გიორგაძის თქმით, პარტიის მხარდამჭერები საარჩევნო უბნიდან მოშორებით იმყოფებიან, რაც პრობლემას არ წარმოადგენს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...