მთავარისიახლეებიპოლიტიკაინცინდენტი ნაწულუკუში. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს ტელეფონი წაართვა

ინცინდენტი ნაწულუკუში. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს ტელეფონი წაართვა

Published on

ზუგდიდის მუნიცილიტეტის სოფელ ნაწულუკუს   65-ე საარჩევნო უბანზე კომისიის ერთერთმა წევრმა თეა ესართიამ წილისყრაზე უარი განაცხადა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.   ამით განაწყენებულმა კომისიის თავმჯდომარემ რომეო ბულიამ  თავს ხმამაღალი საუბრის უფლება მისცა და, როგორც თავად განაცხადა, მოეჩვენა, რომ  ამის დაფიქსირება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“დამკვირვებელმა  ზაალ არქანიამ მობილური ტელეფონით სცადა და ამიტომ   ტელეფონი წაართვა.
 
ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის  ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა დათა აქუბარდიამ გაასაჯაროვა.  
 
„კომისიის თავმჯდომარე გაბრაზებული იყო კომისიის ერთ-ერთ წევრზე, თეა ესართიაზე, რომელმაც წილისყრაზე უარი განაცხადა  თავმჯდომარეს მოეჩვენა, რომ ზაალ არქანია ტელეფონით იღებდა და ამიტომ წაართვა, თუმცა ინცინდენტი მალევე აღმოიფხვრა და მას ტელეფონი მალევე დაუბრუნეს“, – განაცხადა მან სააგენტო ,,ლაივ პრესთან'' საუბარში'' 

სიახლეები

შსს-მ ირანის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით აეროპორტში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით...

უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდს ევრკავშირის და ბრეიუსელის მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძლო, დღეს...

პროტესტის ახალი ტალღა განათლების რეფორმის წინააღმდეგ

“ხელისუფლება საუნივერსიტეტო სწავლებას ანგრევს“ - “ოცნების“ დაანონსებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ, პროტესტის ახალი ტალღა იწყება. აკადემიურ...

პაპუაშვილი- NGO კულტურა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა

ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომლებიც მათივე შექმნილი...