მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უფრო ჩართულ, უკეთეს თვითმართველობაზე

გიორგი მარგველაშვილი: ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უფრო ჩართულ, უკეთეს თვითმართველობაზე

Published on

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე დააფიქსირა.
 
”მივესალმები დღევანდელ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს და ამომრჩევლებს და ყველას მოგიწოდებთ, იყოთ ძალიან აქტიურები. დღეს ძალიან ბევრი საკითხის ბედი წყდება. რაც მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან ბევრი ჩვენი ყოფითი პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უფრო ჩართულ თვითმართველობაზე, უკეთეს თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება ბევრად მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმართველობა მოუსმენს მოქალაქეებს, იმას, რაც უნდათ თავის სოფელში, თავის უბანში, თავის ქალაქში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
 
„მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, შემდეგნაირად გამოვიყენე: ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე. ეს იყო ჩემი არჩევანი“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
დღეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი 3 ბიულეტენს – ღია ცისფერს, ვარდისფერსა და ღია მწვანე ფერის ბიულეტენებს მიიღებს. ღია ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის, რითაც ამომრჩეველი საარჩევნო პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აირჩევს. ვარდისფერი ბიულეტენი განკუთვნილია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. ღია მწვანე ფერის ბიულეტენი კი განკუთვნილია თვითმმართველი ქალაქის მერის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...