მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების დაწყებიდან 20 წუთით ადრე ყველა საარჩევნო უბანი მზადყოფნაშია- მირანდა მესხი

არჩევნების დაწყებიდან 20 წუთით ადრე ყველა საარჩევნო უბანი მზადყოფნაშია- მირანდა მესხი

Published on

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდის 107-ვე უბანი მზადყოფნაშია. 67-ე საოლქო საარჩევნო კომისისს თავმჯდომარის მირანდა მესხის იფორმაციით, ზუგდიდში, სულ დარეგისტრირებულია 7 მერობის კანდიდატი, რომელთაგან ერთს მოხსნილი აქვს კანდიდატურა, შესაბამისად ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდას შორის მოუწევს.ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, თითოეული უბნის წევრს გავლილი აქვთ ტრენინგი და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ზუგდიდში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც დააკვირდებიან. ჯამში დარეგისტრირებულია რვა საარჩევნო სუბიექტი და მაჟორიტარობის 125 კანდიდატი. თავდაპირველად მათი რიცხვი 129-ით იყო განსაზღვრული, თუმცა ენმ-ის ოთხმა წევრმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.სულ ზუგდიდში 120 ათას შვიდი ამომრჩეველია.

 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...